პირველ რიგში გთხოვთ დარწმუნდეთ რომ ნამდვილად სწორად შეიყვანეთ თქვენი მობილური ტელეფონის ნომერი და შემდეგ დაგვიკავშირდით ნომერზე: 247 27 07, ან მოგვმართეთ ელ-ფოსტის მეშვეობით: emma@emmascredit.ge ან Facebook-ზე.
1. განაცხადის შევსებისას მეორე ეტაპზე თქვენ უნდა შეიყვანოთ ბარათის მონაცემები.
2. იმისათვის რომ დადასტურდეს, რომ ბარათის მფლობელი ნამდვილად თქვენ ბრძნდებით, ჩვენ სიმბოლურად ვაჭრით 2. იმისათვის რომ დადასტურდეს, რომ ბარათის მფლობელი ნამდვილად თქვენ ბრძნდებით, ჩვენ სიმბოლურად ვაჭრით 1 ლარს, რომელიც მეორე დღის დილის 10 საათამდე უკან დაგიბრუნდებათ ანგარიშზე.
3. განაცხადის მესამე ეტაპზე უნდა შეიყვანოთ კოდი, რომელიც მიიღეთ sms-ის საშუალებით, ან დაუკავშირდეთ თქვენს მომსახურე ბანკს.
თუ ბარათის მონაცემები სწორად შეიყვანეთ და მაინც ვერ გადადიხართ შემდეგ ეტაპზე, ამისთვის არსებობს ორი მიზეზი:
1. ან თქვენი ბარათი არ გამოიყენება ონლაინ შესყიდვებისთვის.
2. ან ბარათზე არ გაქვთ მინიმალური თანხა 2 ლარი.
1 თეთრის გადმორიცხვა შესაძლებელია ინტერნეტ ბანკიდან ან ბანკის ფილიალიდან.
მიმღები: ემას კრედიტი
დანიშნულება/აღწერილობა: თქვენი 11 ნიშნა პირადი ნომერი
ჩვენი ანგარიშის ნომერია :
GE40TB7347736020100002
GE19BG0000000597923600
GE77LB0113116295621000
GE88BR0000010618861405
GE26KS0000000360800676
გთხოვთ გაითვალისწინოთ სხვა ბანკიდან 15 სთ-მდე გადმორიცხული თანხა აისახება იმავე სამუშაო დღეს, სხვა შემთხვევაში მომდევნო სამუშაო დღეს.
როგორც კი დაასრულებთ თქვენი ელ-ფოსტისა და ანგარიშის ვერიფიკაციას, თანხა გადმოგერიცხებათ 30 წუთის განმავლობაში.
თქვენ ელ-ფოსტის საშუალებით მიიღებთ შეტყობინებას თქვენი სესხის განაცხადის სტატუსის შესახებ. თუ ასეთი შინაარსის ელ-ფოსტა არ მიგიღიათ, გთხოვთ გადაამოწმოთ SPAM-ის ფოლდერი. თუ აქაც არ აღმოჩნდა შეტყობინება, მაშინ დაგვიკავშირდით შემდეგ მისამართზე: emma@emmascredit.ge და ჩვენ დაგეხმარებით.
მას შემდეგ რაც თქვენ მიიღებთ თქვენს პროფილში შესასვლელ პაროლს, უკვე შეგიძლიათ ონლაინ აკონტროლოთ თქვენი სესხის სტატუსი.
თქვენ გადმოგერიცხებათ თანხა იმ ანგარიშზე, საიდანაც გადმორიცხეთ 1 თეთრი.თქვენ გაქვთ შესაძლებლობა აირჩიოთ სესხის მიღების პერიოდი.
სესხის დასაფარად არსებობს რამდენიმე გზა:
1. ჩვნს ვებ გვერდზე, თქვენი პროფილის მეშვეობით.
2. TBC PAY-ს და Paybox-ის სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით, სადაც უნდა შეიყვანოთ ემას კრედიტში თქვენი მომხმარებლის ნომერი.
3. თუ თქვენ ზემოთ აღნიშნული არც ერთი გზით არ დაფარავთ სესხს, შეგიძლიათ თანხა დატოვოთ თქვენს პლასტიკურ ბარათზე, რომელიც ჩვენთან განაცხადის შევსებისას გამოიყენეთ და 17:00 საათისთვის ჩვენ ავტომატურად ჩამოვჭრით თანხას ბარათიდან.
სესხის გადახდის დღეს თქვენ უნდა დაფაროთ სესხი სრულად. თუ კრედიტის დაფარვის დღისთვის არ გაქვთ საკმარისი თანხა, შეგიძლიათ ისარგებლოთ სესხის გადავადებით. ამისათვის სესხის გადახდის თარიღამდე, თქვენს პროფილში ან სწრაფი გადახდის აპარატებში ( TBC PAY და NOVA PAYBOX) უნდა აირჩიოთ გადავადების ფუნქცია და გადაიხადოთ სესხზე დარიცხული პროცენტი. გთხოვთ გაითვალისწინოთ, პირველი გადავადება არის მაქსიმუმ 30 დღიანი, მეორე - 20 დღიანი, ხოლო ყოველი შემდეგი კი - 10 დღიანი.
ჩვენი ავტომატური შემოწმების სისტემა სხვადასხვა მონაცემების გადამოწმების საფუძველზე წყვეტს სესხის დამტკიცებას. ჩვენი კომპანია დაინტერესებულია კრედიტი გასცეს მხოლოდ იმ მომხმარებლებზე, რომელთაც არ შეექმნებათ ფინანსური პრობლემები სესხის დაფარვისას.
თუ მომავალში თქვენი საკრედიტო მონაცემები გაუმჯობესდება, შეგიძლიათ თავიდან სცადოთ ემას კრედიტში სესხის აღება.
ამისთვის გთხოვთ შებრძანდეთ თვენს პროფილში, ჩვენს ვებ გვერდზე: www.emmascredit.ge, სადაც ნახავთ დეტალებს თქვენი სესხის შესახებ.
დიახ. თქვენ შეგიძლიათ ნაწილობრივ გადაიხადოთ მანამ, სანამ დადგება სესხის დაფარვის დღე. გადახდილი თანხა მოაკლდება სარგებელს და პროცენტს, ხოლო სრული დაფარვისას გადახდილი თანხა მოაკლდება ძირ თანხას.
თუ სესხს არ/ვერ დაფარავთ გადახდის თარიღის დღეს, დაგერიცხებათ პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ძირი თანხის - 0,41%-ის ოდენობით.
სესხის არ/ვერ გადაუხდელობის შემთხვევაში, თქვენი მონაცემები 30 დღის შემდეგ, გადაეცემა „კრედიტ ინფო“ საქართველოს მონაცემთა ბაზას, რომელიც მომავალში ხელს შეგიშლით სხვა საფინანსო ორგანიზაციაში სესხის აღებაში. თუ კვლავ გაგრძელდება სესხის გადაუხდელობა, ჩვენ მივმართავთ კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს და გარდა სესხის თანხისა, დაგეკისრებათ კანონით გათვალისწინებული სხვა გადასახადელებიც.
ამიტომ თუ ფიქრობთ, რომ სესხის აღების შემდეგ არ/ვერ შეძლებთ მის დაფარვას სარგებელთან ერთად და აგრეთვე მომავალში არ გინდათ შეგექმნათ რაიმე სახის ფინანსური პრობლემა, გთხოვთ ნუ აიღებთ კრედიტს.
განმეორებითი სესხის ასაღებად თქვენ უნდა შებრძანდეთ თქვენს პროფილში და შეავსოთ განაცხადი, სადაც უკვე არსებობს თქვენს მიერ წინა სესხის აღების დროს შეყვანილი ინფორმაცია.გთხოვთ კარგად გადაამოწმოთ დეტალები და რაიმე ცვლილების შემთხვევაში ჩაასწოროთ.
თქვენ არ შეიძლება გქონდეთ ორი აქტიური კრედიტი. იმისთვის რომ აიღოთ ახალი სესხი, უნდა დაფართ პირველი.
თქვენი საბანკო ანგარიშის დეტალები საჭიროა მხოლოდ სესხის თანხის გადმოსარიცხად. თუ თქვენ შეიცვალეთ საბანკო ანგარიში, ახალი განაცხადის დარეგისტრირების დროს გეძლევათ შესალებლობა შეიყვანოთ შეცვლილი მონაცემები.
ჩვენი ავტომატური შემოწმების სისტემა არის საკმაოდ მაღალი დონის და შეიცავს სხვადასხვა სისტემაში ავტომატურად გადამოწმების რთულ მექანიზმს. იგი ავტომატურად ამოწმებს თქვენს საკრედიტო ისტორიას, თქვენს მიერ განაცხადში შეყვანილი ინფორმაციის სისწორეს და მხოლოდ ამის შემდეგ წყდება სესხის დამტკიცება.
ჩვენი კომპანია დაინტერესებულია სესხი გასცეს მხოლოდ იმ მომხმარებლებზე, რომელთაც გვჯერა რომ შეუძლიათ კრედიტის გადახდა ყოველგვარი ფინანსური შეფერხებების გარეშე. ამიტომ თუ თვლით რომ არ ხართ გადახდის უნარიანი, გთხოვთ ნუ შეავსებთ განაცხადს.
ჩვენ ვუზრუნველყოფთ განსაკუთრებულ პირობებს სესხზე მომხმარებელთათვის, რომელსაც ვთვლით რომ ამ პირობების დაცვა არ წარმოადგენს სირთულეს.
მომხმარებელმა , რომელმაც დროულად ვერ დაფარა სესხი დაუქვეითდება რეიტინგი. მაგრამ ნუ ღელავთ, ჯერ კიდევ გაქვთ რეიტინგის გამოსწორების შანსი!
თუ მომდევნო სესხს დაფარავთ დროულად -ამით თქვენი კლუბის წევრობის უპირატესობებს დაიბრუნებთ!
ყოველთვის უნდა შეამოწმოთ რომ საიტზე რომელზეც იმყოფებით დაცული არის თუ არა. ვებ გვერდის მისამართის ჩასაწერ გრაფაში მარცხენაკუთხეში უნდა იყოს განთავსებული ბოქლომი და ასევე მისამართი უნდა იწყებოდეს შემდეგნაირად: "https://". თუ ეს ორიმახასიათებელი არის წარმოდგენილი, ეს ნიშნავს რომ ვებ გვეერდი დაცულია.
ემას კრედიტის ვებ გვრდი დაცულია: https://www.emmascredit.ge/.
ჩვენი საკონტაქტო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ გვერდზე კონტაქტებში, ან შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ Facebook-ზე.