9 შეცდომა, რომელიც თავიდან უნდა აიცილოთ, როდესაც ითხოვთ ხელფასის გაზრდას|

9 შეცდომა, რომელიც თავიდან უნდა აიცილოთ, როდესაც ითხოვთ ხელფასის გაზრდას

ხელფასის მომატებაზე საუბარი, თითქმის ყოველთვის სტრესთან არის დაკავშირებული.ფულზე საუბარი ძალიან რთულია, როდესაც ითხოვთ ხელფასის მატებას, შფოთვის დონე უმაღლეს მწვერვალს აღწევს.თუმცა, თქვენ თუ კარგად მოემზადებით აღმოაჩენთ, თუ რამდენად მარტივია ამ თემაზე საუბარი.თქვენ ალბათ წინასწარ გეგმავთ თუ როგორ, როდის ან რატომ  აპირებთ მოითხოვოთ ხელფასის მომატება.

1. „მე ვიცი რომ ახლა არ არის  კარგი დრო, რომ....“ - შეიძლება კარგი დრო არასდროს იყოს ხელფასის გასაზრდელად, მაგრამ თუ ფიქრობთ რომ კარგი დრო არ არის, რადგან სამსახურში ხარჯების და კადრის შემცირება დაიწყო, მაშინ თქვენ არ ცდებით,ახლა ნამდვილად არ არის იმის დრო რომ მოითხოვოთ ხელფასის გაზრდა.

 

2. „ჩემთვის ხელფასი არ გაუზრდიათ უკანასკნელი...“ - შეწყვიტეთ წუწუნი.  თუ აპირებთ თქვენს თავზე ფოკუსირებას, წარმოაჩინეთ თქვენი ძლიერი მხარეები და რა ღირებულებები გაგაჩნიათ , როგორც თანამშრომელს.

 

3. „მე ვასრულებ 3 კაცის საქმეს...“ - არ უთხრათ თქვენს დამსაქმებელს, რაც მან უკვე ისედაც იცის. დაიმახსოვრეთ ალბათ ისიც ასრულებს 3 კაცის საქმეს. როგორც მეორე ნაწილში ავღნიშნეთ ხაზი გაუსვით თქვენს ძლიერ მხარეებს

 

4. „მე აქ ვმუშაობ უკვე 1 წელია...“ - არაფერს ნიშნავს თქვენ 1 თუ 2 წელია რაც მუშაობთ, ეს არ არის იმის საბაბი რომ ხელფასი გაგეზრდოთ. ისევ ხაზი გაუსვით თქვენს პროფესიონალიზმს და არა მუშაობის ხანგრძლივობას.

 

5. „მე ვაკეთებ ყველაფერს, რაც მევალება...“ - თუ დამსაქმებელი შეგეკითხებათ „თუ რატომ უნდა გაგიზარდოთ ხელფასი?“ პასუხი „მე ვაკეთებ ყველაფერს, რაც მევალება“, თქვენ დიდ პრობლემებს შეიქმნით. ხელფასს უზრდიან მათ ვინც ასრულებს საქმეს შესანიშნავად და ვინც მიილტვის სრულყოფილებისაკენ.

 

6. „მე მჭირდება ხელფასის ზრდა, რადგან პირადი პრობლემები მაქვს...“ - თუ ქვენს დამსაქმებელს არ აჩვენებთ ნამდვილ მიზეზს თუ რატომ უნდა გაგიზარდოთ ხელფასი, რადგან პირადი პრობლემები სამსახურთან პირდაპირ კავშირში არ არის, ამით თქვენ ავტომატურად მიიღებთ უარს.


7. “მე მინდა 100 მილიონი...“ - წინასწარ კარგად გათვალეთ და მოემზადეთ კითხვისთვის,“რამდენი გსურთ ხელფასი?“ არ მოითხოვოთ გასაოცარი თანხები და თქვენი დამსაქმებლის დასაცინი ნუ გახდებით.

 

8. “ახლა გავიგე რომ ნინოს ჩემზე მეტი ხელფასი აქვს...“ - ამის თქმა არ შეიძლება... რადგან თქვენ ფოკუსირება უნდა გააკეთოთ თქვენს შესაძლებლობებზე და რამდენად ღირებული კადრი ხართ კომპანიისთვის.

 

9. „თუ ხელფასს არ მომიმატებთ წავალ სამსახურიდან...“ - არ წაუყენოთ ულტიმატუმი თქვენს დამსაქმებელს. ზოგ შემთხვევაში ასეთი სახის შეთავაზებამ შეიძლება გაამართლოს, მაგრამ ჩვენ ვთვლით რომ ზემოთ მოცემული რჩევებით, რომ იხელმძღვანელოთ უმჯობესია. თუმცა თუ მაინც გადაწყვეტთ რომ ასეთი ულტიმატუმი წაუყენოთ დამსაქმებელს, მზად იყავით რომ სამსახურიდან წასვლა მოგიწევთ, სხვა შემთხვევაში თქვენი დამსაქმებელი ჩათვლის რომ თქვენ მატყუარა და სუსტი ადამიანი ხართ და მასთან,  მომავალში ვერანაირ მოლაპარაკებებს ვეღარ გამართავთ.

 

სესხის მოთხოვნა

რა თანხა გსურთ?

 
 

ლარი

 

რა ვადით გსურთ?

 
 

დღე

 
 

თქვენი სესხი

200.00 ლარი

 

+ საკომისიო

7.28 ლარი

 
 

= ჯამში

207.28 ლარი

 
 
 
 

emmascredit.ge

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება emma’s credit-ის ვებ გვერდზე. მიიღეთ ონლაინ სესხი 300 ლარამდე თქვენს ანგარიშზე 15 წუთში!