7 რამ რაც უნდა გააკეთო თებერვალში

7 რამ რაც უნდა გააკეთო თებერვალში 

მოხატე ფანჯრები

ზამთარში ყველაფერს რუხი ფერი დაკრავს, მაგრამ ამის გამო არ დაღონდე, ყველაფერი შენს ხელთაა, სამყაროს ვხედავთ იმ ფერებში როგორიც გვინდა რომ ის იყოს. ასე რომ იყიდე საღებავები, მოკალათდი ფანჯრის რაფაზე, ჩართე ენერგიული მუსიკა და დაიწყე ფანჯრის მოხატვა. დახატე მომღიმარი მზე, ეგზოტიკური ყვავილები, ჩიტები, მიენდე საკუთარ  ფანტაზიას! ამიერიდან, მოსაწყენი ერთფეროვანი ლანდშაფტის ნაცვლად შენ ყოველ დილით ნახავ ჯადოსნურ ფერად სამყაროს .

აიღე ქალაქის ტური

კარგ ამინდში ჩვენ გირჩევთ, რომ აიღო შენი ქალაქის საფეხმავლო ტური. შენ ვერც კი წარმოიდგენ რა უჩვეულო და მომხიბლავია საკუთარი ქალაქის დათვალიერება, სიახლეების აღმოჩენა! 

ეწვიე ნაცნობ ადგილებს. აირჩიე ისეთი ადგილები, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონს ან პირიქით, რომელსაც ნაკლებად იცნობ და აღმოაჩინე შენთვის მოულოდნელი სიახლეები.
ქალაქი- პიროვნებას გავს: თუ დაინტერესებული უსმენ მის ისტორიებს, ისიც სიამოვნებით გაგიზიარებს თავის საიდუმლოებებს.
.

ეწვიე მუზეუმს

 უქმეებზე  ეწვიე ოქროს ან ეროვნულ მუზეუმს მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად. ეს იქნება ძალიან საინტერესო და ამავდროულად საგანმანათლებლო ვიზიტი. მუზეუმის შემდეგ მოძებნეთ მყუდრო კაფე და ისიამოვნეთ მეგობრებთან ერთად ცხელი სასმელებით.

იცურავე

ცურვა ძალიან სასარგებლოა და შენ ზამთრისგან გაყინულ სხეულს უამრავ ბონუსს- სარგებელს მოუტანს. ასევე ეს სახალისოა. შხეფები, ბავშვების სიცილი, სასაცილო რეზინის ქუდები, რაც ყველას უცხო პლანეტელს ამსგავსებს, შენ კი ელეგანტურად ჭრი წყალს, ამუშავებ ყველა კუნთს....თუ გინდა სტრესის დაძლევა და განწყობის ამაღლება აუცილებლად დაიწყე ცურვა ამ თვეში! 

აიღე კერამიკის გაკვეთილები

მოუწყვე მეგობარს სიურპრიზი და მოიწვიე კერამიკის გაკვეთილზე. აქ ისწავლით დეკორატიული ქოთნების და ქანდაკებების ძერწვას თიხისგან და კერამიკისგან.

გაათავისუფლე გარდერობი 

  გაზაფხულის დადგომამდე კარგი იქნება თუ გაათავისუფლებთ გარდერობს და სახლს ზედმეტი ნივთებისგან. იმ ნივთებს, რომელსაც არ იყენებთ დიდი ხანია დროა გააჩუქოთ, გაყიდოთ ან სულაც გადაყაროთ.

 გაყიდე ონლაინ

შენ შეგიძლია ყველა ის ნივთი, რომელსაც არ იყენებ (და ასეთი ბევრია სახლში) გაყიდო ონლაინ მარკეტზე და გამოიმუშავო ფული. ამ თანხით კი შეიძინო ახალი დეკორაციები სახლისთვის, წიგნები, აქსესუარები და ა.შ.....

 

სესხის მოთხოვნა

რა თანხა გსურთ?

 
 

ლარი

 

რა ვადით გსურთ?

 
 

დღე

 
 

თქვენი სესხი

200.00 ლარი

 

+ საკომისიო

7.28 ლარი

 
 

= ჯამში

207.28 ლარი

 
 
 
 

emmascredit.ge

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება emma’s credit-ის ვებ გვერდზე. მიიღეთ ონლაინ სესხი 300 ლარამდე თქვენს ანგარიშზე 15 წუთში!