7 მეთოდი რომელიც დაგეხმარებათ ფულის დაზოგვაში ახალი სასწავლო წლისთვის

7 მეთოდი, რომელიც დაგეხმარებათ ფულის დაზოგვაში ახალი სასწავლო წლისთვის

თქვენ არ გჯერათ რომ უკვე მოვიდა დრო რომ მოემზადოთ სასწალო წლისთვის. დროა შეიძინოთ სასკოლო ნივთები,ზურგჩანთა, ფეხსაცმელი,ტანსაცმელი და სხვა საჭირო ნივთები.

 

ამ წელს იქნებ არც თუ ისე რთული იყოს მომზადება! ჩვენ მოგცემთ რჩევას და გიჩვენებთ მარტივ გზას თუ როგორ დაზოგოთ ფული ახალი სასწავლო წლისთვის.

 

და აი ჩამონათვალიც:

1. მოიძიეთ ნივთები სახლში

თუ ფულის დაზოგვა გსურთ, სანამ საყიდლებზე წახვალთ მოიძიეთ სასკოლო ნივთები სახლში. ყველა ბავშვს სურს ახალი ნივთების შეძენა, რომელიც არც კი სჭირდებათ. სახლში უსათუოდ იპოვით ცარიელ რვეულებს, გაუთლელ ფანქრებს, მაკრატელს და ბევრ სხვა ნივთს. ამ მეთოდით ყოველწლიურად დაზოგავთ უამრავ ფულს.

2. გამოიყენეთ ფასდაკლების პერიოდი და დაზოგეთ 2-ჯერ მეტი ფული

ისარგებლეთ ფასდაკლებით. ეს ყველაზე კარგი პერიოდია ისეთი საყიდლებისთვის როგორიცაა: კომპიუტერი, სასკოლო ტანსაცმელი და სხვა...შეუთავსეთ ერთმანეთს ფასდაკლების პერიოდი და კუპონი, ამ დანაზოგით შეიძინეთ ზურგანთა, სასკოლო ნივთები და ა.შ.

3. თუ ფეხსაცმელი მოგწონთ იყიდე 2 წყვილი

ჩვენ გირჩევთ რომ იყიდოთ 2 წყვილი ფეხსაცმელი, რადგან ბავშვები დეკემბრის ბოლომდე როგორც წესი ცვეთენ ფეხსაცმლის ძირებს თქვენ კი მეორე წყვილი გექნებათ მზად.

4. გააკეთეთ საყიდლების სია

ას შემდეგ რაც გააკეთებთ საყიდლების სიას წაბრძანდით მაღაზიაში. აგვისტოს პერიოდში ყველა მაღაზიაში არის ფასდაკლება.ეს პერიოდი იდეალურია საყიდლებისთვის.თქვენი შვილი იპოვის ყველა საჭირო ნივთს (სანამ არ დაიტაცეს სხვებმა) და აირიდებთ ბავშვის უსიამოვნო ტირილს და მოწყენილობას თუ რატომ გათავდა მისთვის სასურველი ფერის თუ მოდელის ნივთი.

5. არ დაზოგოთ თანხა ზურგჩანთაზე

დედებო: იაფი ზურგჩანთა ფუჭდება სწრაფად...მშობლები, რომლებიც  ყიდულობენ იაფ ზურგჩანთას  უწევთ ხელმეორედ ყიდვა წლის ბოლომდე. ჩვენი რჩევა: იყიდეთ კარგი ხარისხის ზურგჩანთა, რომელიც გაუძლებს წლის ბოლომდე.

6. მოძებნეთ ძიძა სრული ან ნახევარ განაკვეთით

თუ მუშაობთ უსათუოდ დაგჭირდებათ ბავშვისთვის ძიძა სრული ან ნახევარი განაკვეთით ამიტომ დაიჭირეთ თადარიგი სასწავლო წლის დაწყებამდე და მოძებნეთ სანდო პიროვნება.

7. სთხოვეთ  ბებია/ბაბუას ყურადღება მიქციონ ბავშვს

ბებია/ბაბუა ყველაზე სანდო და საყვარელი ადამიანები არიან თქვენი შვილებისთვის. სთხოვეთ მათ მიაქციონ ყურადღება, სანამ თქვენ მუშაობთ. თუ ფულს ვერ შესთავაზებთ დახმარების სანაცვლოდ მიართვით გამზადებული ვახშამი ან დაეხმარეთ პერიოდულად საოჯახო საქმეებში. ისინი დააფასებენ თქვენს ყურადღებას.

 

 

სესხის მოთხოვნა

რა თანხა გსურთ?

 
 

ლარი

 

რა ვადით გსურთ?

 
 

დღე

 
 

თქვენი სესხი

200.00 ლარი

 

+ საკომისიო

7.28 ლარი

 
 

= ჯამში

207.28 ლარი

 
 
 
 

emmascredit.ge

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება emma’s credit-ის ვებ გვერდზე. მიიღეთ ონლაინ სესხი 300 ლარამდე თქვენს ანგარიშზე 15 წუთში!