15 იდეა თუ როგორ შეხვდეთ და გაატაროთ შემოდგომა

15 იდეა თუ როგორ  შეხვდეთ და გაატაროთ შემოდგომა

1.შეცვალეთ დამოკიდებულება

ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე თუ რაზე ვფიქრობთ და ვოცნებობთ ამ თუ იმ სიტუაციაში. შემოდგომა - ცივი, წვიმიანი და ქარიანი პერიოდია? თუ ეს არის ფერადი ფოთლების, თბილი და ჭრელი სვიტერების, შარფების და ქოლგების, ჰერბარიუმის შეგროვების, შემწვარი გოგრის, კაფეების და კინოთეატრების საუკეთესო დრო? ეცადეთ მოძებნოთ თქვენთვის სასურველი საქმიანობა თუ გართობა.

2. დაახარისხეთ ტანსაცმელი

დროა საზაფხულო ტანსაცმელი შეინახოთ და შეამოწმოთ  თუ მზდ ხართ ცივი დღეებისთვის. შეიძინეთ თბილი წინდები, სვიტერები, შარფები და სხვა. ემას კრედიტი სწრაფად და მარტივად დაგეხმარებათ თუ თანხა გჭირდებათ ამ ყველაფრის შესაძენად.

 3. მიიღეთ მაქსიმუმი საშემოდგომო მოსავლისგან

გოგრები, ვაშლები, სტაფილო, ყურძენი და ბევრი სხვა სახის ბოსტნეული თუ ხილი უკვე გლეხურ ბაზარში არის თავმოყრილი. მხარი დაუჭირეთ სოფლის მეურნეობის განვითარებას და ეწვიეთ გლეხურ ბაზარს. გასინჯეთ სეზონური პროდუქტები - ახალი, გემრიელი და სასარგებლო. სეზონური პროდუქტები ფასზეც აისახება, ის გაცილებით იაფია. 

4.  იყავით კარგ ფორმაში

ალბათ ხშირად გსმენიათ ფრაზა: „ზაფხული ახლოვდება და დროა დავიწყო ვარჯიში და დიეტა“. კარგი იქნება თუ მთელი წლის განმავლობაში იზრუნებთ ფორმის შენარჩუნებაზე, რადგან გაცილებით მარტივია მთელი წლის მანძილზე ივარჯიშოთ ზედმეტი დატვირთვის გარეშე კვირაში 3-ჯერ, ვიდრე ზაფხულის სეზონისთვის ყოველდღიურად დაიტვირთოთ თავი. სპორტული აქტივობები შემოდგომასა და ზამთარში აქარვებს მელანქოლიას და მაღლა სწევს თვითშეფასებას.   

5. მორთეთ სახლი არომატული ყვავილებით

ფერადი არომატული ყვავილების თაიგული მოათავსეთ საწოლთან ახლოს, სამუშაო ან სასადილო მაგიდაზე. ისინი გაგილამაზებენ დღეს და კარგ განწყობაზე დაგაყენებენ.

6. შექმენით აბაზანისთვის საკუთარი კოლექცია

ზღვის მარილი, არომატული ზეთები და სანთლები - ყველაფერი სარელაქსაციოდ და გასათბობად გრძელი შემოდგომის დღის ბოლოსთვის.

7.  გაისეირნეთ ტყეში

  გაისეირნეთ ან მოაწყვეთ პიკნიკი მზიან დღეებში. ტყეში შეგიძლიათ შეაგროვოთ ფერადი ფოთლები, გირჩები და ნაძვის პატარა ტოტები.ისინი გაგილამაზებენ სახლის ინტერიერს.

8. აიღეთ ახალი კურსი 

ეს შეიძლება იყოს მასაჟის, ცეკვის, უცხო ენების ან ხატვის გაკვეთილები. არჩევანი დიდია მთავარია მოინდომოთ და გაიაროთ თქვენთვის სასურველი კურსი.

 9. დაგეგმეთ მოგზაურობა

საახალწლო ან საგაზაფხულო არდადეგები დაგეგმეთ წინასწარ. შეიძინეთ ავიაბილეთები იაფად და მოამზადეთ საბუთები ვიზის მისაღებად.

10. შეავსეთ ჩაის კოლექცია

სხვადასხვა შემთხვევისთვის - მცენარეული, არომატული და გემრიელი ჩაი. საკმარისია გქონდეთ შავი ან მწვანე ჩაი და თავად შეურიოთ სხვადასხვა მცენარეები: ორეგანო, პიტნა და გვირილა. ამიერიდან ჩაის დალევა იქნება სასარგებლო და გემრიელი.

11. დაანთეთ კოცონი

  ცივ დღეებში გასათბობად, სიმინდის, კარტოფილის, გოგრის და ზეფირის შესაწვავად, მეგობრებთან საშიში ისტორიების მოსაყოლად საუკეთესო დრო და საშუალებაა.   

12. ჩაიტარეთ სპა პროცედურები

თავი რომ სამოთხეში იგრძნოთ ეწვიეთ სპა ცენტრს და გაუკეთეთ საკუთარ თავს საჩუქარი. დატკბით თბილი და მშვიდი გარემოთი, გაიკეთეთ მასაჟი არომატული ზეთებით.

13. დაესწარით სხვადასხვა ღონისძიებებს

ცივ დღეებში ნუ ჩაიკეტებით სახლში! დროა წახვიდეთ სხვადასხვა ღონისძიებაზე და გაერთოთ, შემოდგომაზე უამრავი კონცერტი თუ სპექტაკლი იმართება. 

14. ესტუმრეთ თეატრს

კინოთეატრი -  კარგია, მაგრამ თეატრი - ჯადოსნურია. აირჩიე კომედიური სპექტაკლი და ისიამოვნე.

 15. მოაწყვეთ პიკნიკი სახურავზე ან პარკში

პიკნიკი სხვადასხვაგვარია. ცხელ დღეებში პიკნიკზე ყველას თხლად აცვია და სვამს გამაგრილებელ სასმელს, ხოლო ცივ დღეებში პიკნიკზე  სასიამოვნოა ცხელი სასმელები და პლედები. ორივე შემთხვევა თავისებურად მომხიბვლელია.

დრო - თქვენი და მხოლოდ თქვენია!  

და როგორც გსურთ ისე გაატარეთ. იდეები კიდევ უფრო მეტია, მაგრამ ჩვენ მოვუყარეთ თავი რაც პირველივე ჯერზე მოგვივიდა თავში. თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ჩვენი იდეებით ან დაამატოთ თქვენთვის სასურველი ვარიანტებიც, მთავარია აკეთოთ ის რაც განწყობას აგიმაღლებთ. გაიღიმეთ ყოველ დღე, გიყვარდეთ საკუთარი თავი და საქმიანობა რითიც ხართ დაკავებული.
ემას კრედიტი გისურვებთ თბილ და სასიამოვნო შემოდგომას.

 

სესხის მოთხოვნა

რა თანხა გსურთ?

 
 

ლარი

 

რა ვადით გსურთ?

 
 

დღე

 
 

თქვენი სესხი

200.00 ლარი

 

+ საკომისიო

7.28 ლარი

 
 

= ჯამში

207.28 ლარი

 
 
 
 

emmascredit.ge

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება emma’s credit-ის ვებ გვერდზე. მიიღეთ ონლაინ სესხი 300 ლარამდე თქვენს ანგარიშზე 15 წუთში!