10 იაფი დეკორატიული იდეა თქვენი სახლის გასალამაზებლად

10 იაფი დეკორატიული იდეა თქვენი სახლის გასალამაზებლად

გაზაფხულის დადგომასთან ერთად მატულობს სურვილი განვაახლოთ არა მხოლოდ გარდერობი, არამედ სახლის ინტერიერიც. საკუთარი ძალებით სახლის, ოთახის, აივნის, ეზოს ან სხვა ფართის გაფორმება საშუალებას გაძლევთ ზედმეტი ხარჯების გარეშე მიაღწიოთ სასურველ შედეგს. მართალია დაიღლებით, ხელები დაგესვრებათ, მაგრამ საბოლოოდ კმაყოფილი და ბედნიერი იქნებით მიღებული შედეგით . ოჯახის წევრების და მეგობრების დახმარება გაფორმების პროცესს სახალისოს გახდის .
გთავაზობთ 10 იდეას თუ როგორ გაალამაზოთ სახლი.

1. მისაღებ ოთახში დადგით სამი სხვადასხვა ზომის ხის მორები,  გაასუფთავეთ და  დაუფინეთ პატარა ხალიჩა.

2. გაჭერით შუაზე  ძველი გლობუსი, ჩაყარეთ შავი მიწა და გადარგეთ ნებისმიერი ყვავილი. გლობუსი შეგიძლიათ დადგათ თეფშზე .

3. მსგავი ფორმისა და დიზაინის ჩარჩოები საშუალებას მოგცემთ თქვენი ოთახის შესაბამისი ფერისა და სტილის მიხედვით შეცვალოთ ინტერიერი . ამისათვის უბრალოდ იყიდეთ სასურველი ფორმისა და ფერის ჩარჩოები და  შუაში  დაკიდეთ ძველებური თეფში, ნაწილი კი ცარიელი დატოვეთ.

4. თუ ხატვა გეხერხებათ შეგიძლიათ შექმნათ არაჩვეულებრივი საოჯახო ხე და განათავსეთ  ოჯახის წევრების ფოტოები. ალბათ დამეთანხმებით ძალიან შთამბეჭდავია ფოტოებით მუდმივად მზარდი ხის ცქერა.

5. გამოიყენეთ ფარდის  საკიდი ან სულაც დეკორატიული ლურსმნები დააჭედეთ : ლენტებს დააწებეთ ქაღალდის თეფშები და ჩამოკიდეთ (ნებისმიერ სუპერ მარკეტში შეიძენთ ასეთ თეფშებს).

6. გააფორმეთ კედელი სხვადასხვა ზომის მრგვალი  ფორმის სარკით. ნაწილ სარკეზე დეკორატიული ნაჭრის ან გადასაყვანი წებოვანი ფირები  დააწებეთ.

7. ტელევიზორის პულტი მუდმივად გვერდით რომ გქონდეთ , ამისათვის ძველ ჯინსის შარვალს ააჭერით დიდი ჯიბე და მიაკერეთ ბალიშს. გარდა იმისა რომ პულტის ძებნა აღარ მოგიწევთ , დეკორატიულადაც ასეთი ბალიში განსხვავებული და ლამაზია.

8. გაადიდეთ ფოტო და მოათავსეთ დიდი ზომის ჩარჩოში. იორდასალამების ფოტო მოაქციეთ თეთრ ფონზე და შავ ჩარჩოში, იგი თვალში საცემი გახდება ყველასთვის და ოთახს სიმშვიდეს და სილამაზეს შესძენს.

9.თუ სახლში ძველმოდური და არც თუ ისე ლამაზი კომოდი გაქვთ , გამოსავალი არა მის გადაგდებაში არამედ შეღებვაშია. გამოჭერით სხვადასხვა ფორმისა და ზომის ყვავილები ,დაამაგრეთ კომოდზე და შეღებეთ პულივიზატორით .ფერი შეარჩიეთ კომოდის და ოთახის მიხედვით. დაელოდეთ რომ კარგად გაშრეს და მოაცალეთ დამაგრებული ყვავილები. კარგი იქნება თუ დეკორატიულ უჯრის სახელურებს გაუკეთებთ. ამის შემდეგ კომოდი თქვენი ოთახის ახალი ინტერიერის ნაწილი გახდება.

10. გაახალისეთ აბაჟური: თეთრ აბაჟურს შემოახვიეთ  ლენტა (დაამაგრეთ ქინძისთავებით)  და შეღებეთ ოქროსფერი (სხვა ფერიც შეგიძლიათ სცადოთ) პულვერიზატორით. კარგად რომ გაშრება მოხსენით ლენტა. მერწმუნეთ რომ ყველაზე განსხვავებული აბაჟური გექნებათ თან საკუთარი დიზაინით.

 

 

სესხის მოთხოვნა

რა თანხა გსურთ?

 
 

ლარი

 

რა ვადით გსურთ?

 
 

დღე

 
 

თქვენი სესხი

200.00 ლარი

 

+ საკომისიო

7.28 ლარი

 
 

= ჯამში

207.28 ლარი

 
 
 
 

emmascredit.ge

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება emma’s credit-ის ვებ გვერდზე. მიიღეთ ონლაინ სესხი 300 ლარამდე თქვენს ანგარიშზე 15 წუთში!