12 ხრიკი თუ როგორ გაძლოს პროდუქტებმა დიდი ხანი

12 ხრიკი თუ როგორ გაძლოს პროდუქტებმა დიდი ხანი

დღესდღეობით სულ უფრო მეტი ადამიანი ყიდულობს ისეთ  პროდუქტებს, რომლის შენახვაც შესაძლებელია მაცივარში, აქედან გამომდინარე საკვების გაფუჭების რისკიც დიდია.


რა თქმა უნდა, ამით მხოლოდ თქვენი ბიუჯეტი არ ზარალდება, უამრავმა ადამიანმა არ იცის რომ არასწორად შენახული პროდუქტები ძალიან მავნებელია ჯანმრთელობისთვის. არსებობს რამოდენიმე მნიშვნელოვანი წესი, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეთ.


გთავაზობთ რამოდენიმე რჩევას თუ როგორ შეინახოთ სწორად საკვები

1. ხახვი 8 თვის მანძილზე ინახება  კოლგოტებში

2. დაჭრილი მწვანე ხახვი შეინახეთ ბოთლში მაცივარში.

3. გაფუჭებული ვაშლი მოაცილეთ ჯანსაღ ვაშლებს, რადგან იგი სხვა ვაშლებსაც გააფუჭებს.

4. კარტოფილითან ჩადეთ ვაშლი და იგი დიდი ხანი გაძლებს.

5. ბოსტნეული, ისეთი როგორიცაა ბროკოლი და მწვანილი 1 თვე შეინახება თუ მათ გაახვევთ ფოლგაში.

6. ბანანის ყუნწები შეფუთეთ პოლიეთილენით, ამ მეთოდით იგი გაცილებით დიდი ხანი შეინახება.

7. ხახვი და ნიორი შეინახეთ ქაღალდში (გახვრიტეთ ქაღალდი ბევრ ადგილას) და ისინი რამოდენიმე თვე არ გაფუჭდება.

8. ნუტელას ქილა  რომ გაიცლება, ჩაასხით მასში თბილი რძე და აანჯღრიეთ, ესეც ხსნადი ცხელი შოკოლადი. გემრიელია!

9. პომიდორი შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე და არა მაცივარში.

10. კვერცხი უნდა შეინახოთ მაცივრის შუა თაროზე, ამ მეთოდით კვერცხი გაძლებს 3-4 კვირამდე.

11. რძე შეინახეთ მაცივრის  შუა თაროზე, რადგან მაცივრის კარებში ტემპერატურა შედარებით გრილია.

12. სოკო შეინახეთ ქაღალდის ჩანთაში, პოლიეთილენში სოკო ფუჭდება ძალზედ სწრაფად.

იმედს ვიტოვებთ, რომ ეს მარტივი ხრიკები დაგეხმარებათ დაზოგოთ ოჯახის ბიუჯეტის ასობით ლარი  წლის მანძილზე.
ასევე, სწორად შენახული  საკვებით დავიცავთ გარემოს და ჩვენ პლანეტას დაბინძურებისგან.

 

სესხის მოთხოვნა

რა თანხა გსურთ?

 
 

ლარი

 

რა ვადით გსურთ?

 
 

დღე

 
 

თქვენი სესხი

200.00 ლარი

 

+ საკომისიო

7.28 ლარი

 
 

= ჯამში

207.28 ლარი

 
 
 
 

emmascredit.ge

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება emma’s credit-ის ვებ გვერდზე. მიიღეთ ონლაინ სესხი 300 ლარამდე თქვენს ანგარიშზე 15 წუთში!