ღირს თუ არა კრედიტის აღება მოგზაურობისთვის

ღირს თუ არა კრედიტის აღება მოგზაურობისთვის?

ეს კითხვა ყველა ადამიანს აწუხებს, როდესაც აღმოაჩენენ რომ მოგზაურობისთვის არა აქვთ საკმარისი სახსრები. ემას კრედიტს აქვს რამდენიმე რჩევა და თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ რომელიმე მათგანით.

კრედიტით დასვენებას აქვს გამართლება იმ შემთხვევაში თუ:

დასვენების საჭიროება აუცილებლობას წარმოადგენს (თუ აღარ გაქვთ მუშაობის უნარი გადაღლილობის გამო) და არ გაგაჩნიათ საკუთარი სახსრები. დასვენების შემდეგ სწრაფად დაუბრუნდებით ნორმალურ სამუშაო რეჟიმს;
• ამ ეტაპზე არ გაქვთ ფინანსები მოგზაურობისთვის, მაგრამ დაზუსტებით იცით რომ გექნებათ მომდევნო თვეში. ამის გამო არ უნდა გადადოთ დასვენება, რადგან კრედიტს დააბრუნებთ უახლოეს მომავალში და არ შეგექმნებათ არანაირი პრობლემები;
• აღმოაჩინეთ ტურ-ოპერატორების ცხელი ტურების მომგებიანი შემოთავაზება და ამ მომენტში არ გაქვთ საკმარისი ფული.

სად და როგორ ავიღოთ სესხი მოგზაურობისთვის?

რამდენიმე ვარიანტს შემოგთავაზებთ: 

კრედიტით ტურების შეძენა შეგიძლიათ პირდაპირ ტურისტულ კომპანიაში. ხშირ შემთხვევაში კლიენტი ტურის ღირებულების 20%-ს იხდის საკუთარი სახსრებიდან. ამ ტიპის კრედიტს აქვს ბევრი მინუსი: სესხის პირობების არჩევის საშუალება არ გაქვთ და როგორც წესი საკომისიო არის ძალიან მაღალი;

კრედიტის აღება შეგიძლიათ ბანკში  

დღესდღეობით ბევრი ბანკი გვათავაზობს ამ ტიპის სესხებს. თქვენ ირჩევთ ბანკს, თქვენთვის მისაღები პირობებით და ბანკის პარტნიორ ტურისტული კომპანიაში შეიძენთ ტურს. ერთადერთ დისკომფორტს ქმნის ის, რომ თქვენ დროულად უნდა მიიღოთ სესხი, რადგან სესხის განაცხადის განხილვას და საბუთების შეგროვებას სჭირდება რამდენიმე დღე;

საკრედიტო ბარათის გამოყენება მოგზაურობისთვის  

საკრედიტო ბარათი გრძელვადიანი საშეღავათო პერიოდით და კარგი პირობებით კარგი საშუალებაა, თუმცა გაითვალისწინეთ საშეღავათო პერიოდის დარღვევისას ჯარიმა საკმაოდ დიდია და თანხის განაღდება ბანკომატებში დიდ საკომისიოს წაიღებს.

ყველაზე ჭკვიანური ალტერნატიული გზა ფულის სასესხებლად შეიძლება იყოს სწრაფი სესხი თუ თანხა სწრაფად გჭირდებათ.

სწრაფი სესხის საკომისიო უფრო დაბალია , ვიდრე საკრედიტო ბარათის. ასევე თქვენ არ მოგიწევთ 3-5 წლამდე ვადით სესხის გადახდა თქვენი მოგზაურობისთვის. 

და ღირს მაინც კრედიტის აღება მოგზაურობისთვის?  

სანამ ბანკს მიმართავთ ღირს დაფიქრება იმაზე, თუ არის შესაძლებლობა რომ რაიმე გზით დაზოგოთ თანხა... დაიცავით მარტივი წესი: დახარჯეთ იმდენი, რამდენსაც გამოიმუშავებთ.

ასევე არ დაიზაროთ და წინასწარ სწორად დაგეგმეთ მოგზაურობა. პირველ რიგში ჩამოწერეთ რა არის მნიშვნელოვანი - ძვირიანი სასტუმრო თუ რამე უფრო პატარა და იაფი, მოდური კურორტი თუ ქვეყანა, სადაც თითქმის ყველაფერი ხელმისაწვდომ ფასებშია. გარდა ამისა გაითვალისწინეთ ყველა ის  ასპექტი, რაც ფულის დაზოგვაში დაგეხმარებათ. 

 

სესხის მოთხოვნა

რა თანხა გსურთ?

 
 

ლარი

 

რა ვადით გსურთ?

 
 

დღე

 
 

თქვენი სესხი

200.00 ლარი

 

+ საკომისიო

7.28 ლარი

 
 

= ჯამში

207.28 ლარი

 
 
 
 

emmascredit.ge

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება emma’s credit-ის ვებ გვერდზე. მიიღეთ ონლაინ სესხი 300 ლარამდე თქვენს ანგარიშზე 15 წუთში!