ვალენტინობის დღე

ვალენტინობის დღე

ვალენტინობის დღე კალენდარში წითლად არ არის აღნიშნული, მაგრამ მიუხედავად ამისა თებერვლის ამ ცივ დღეს ჩვენი გულის ცემა  გახშირებულია და ჩვენ ვხვდებით რომ ცხოვრება მშვენიერია, რადგან ჩვენ გვიყვარს და ვუყვარვართ, ეს ხომ ყველაზე მნიშვნელოვანია ცხოვრებაში? სიყვარულის გამოსახატად 365 დღე უნდა იზრუნოთ, თუმცა ამ დღეს აუცილებელია ჩვენს საყვარელ ადამიანს მოვუწყოთ დაუვიწყარი დღესასწაული და გამოვხატოთ ჩვენი სიყვარული, გრძნობა  და ზრუნვა. ჩვენ საყვარელ ადამიანს ამ დღეს არა მხოლოდ ლამაზი სიტყვები და კოცნა უნდა მივუძღვნათ, არამედ უნდა გავუკეთოთ განსაკუთრებული საჩუქარი.  რომელი საჩუქარი იქნება ყველაზე დასამახსოვრებელი და სასურველი ვალენტინობის დღეს? მოგაწვდით რამოდენიმე იდეას.

რა საჩუქარი გავუკეთოთ საყვარელ ადამინას ვალენტინობის დღეს?

ვალენტინობის საჩუქრის შერჩევისას აუცილებელია გაითვალისწინოთ რომ ეს არის განსხვავებული დღე, დაბადების, ახალი წლის, ქალთა და სხვა დღეებისგან. ეს დღე არის - სიყვარულის და  გრძნობების ფესტივალი და საჩუქარი უნდა ასახავდეს სწორედ ამას. არ არის სავალდებულო რომ საჩუქარი იყოს ძვირადღირებული, პირიქით რაიმე უბრალო, რაც თქვენს სიყვარულს ნათლად გამოხატავს.

მესაუბრე სიყვარულზე, მესაუბრე!

ვალენტინობის მისალოცი ბარათები - ყველაზე მარტივი და ორიგინალური საჩუქარია, მაგრამ  ასეთი ბარათის დამზადებას მიუდექით შემოქმედებითად და განსხვავებული დაამზადებინეთ ან თავად გააკეთეთ. ბარათზე მოათავსეთ თქვენი სურათი და ხელით დაწერეთ გულახდილად თქვენი გრძნობების შესახებ... ასევე ორიგინალური იქნება თუ დაამზადებთ ელექტრონულ ალბომს რომანტიული და ლამაზი ჩარჩოებით. ამ ყველაფრისთვის საჭიროა სიყვარული, ფანტაზიის უნარი და დრო. ამ პატარა ძალისხმევისთვის სათანადოდ  დაგაფასებენ!

მილიონი, მილიონი, მილიონი წითელი ვარდი...

ყვავილები არის კლასიკური ვარიანტი, რომელიც ყველა შემთხვევას უხდება. ქოთნის ყვავილები დიდი ხანი გაძლებს, ვიდრე ლამაზი თაიგული. გაითვალისწინეთ, არ შემოიფარგლოთ მხოლოდ ყვავილების ჩუქებით! ყვავილები უბრალოდ სილამაზეს შესძენს სხვა საჩუქარსაც.

ჩემო უტკბესო!

ორმხრივი სიყვარული ასოცირდება რაიმე ტკბილ, გემრიელ და სასიამოვნოსთან. ასე რომ თამამად შეგიძლიათ თქვენს მეორე ნახევარს აჩუქოთ შოკოლადი, ნამცხვარი, კანფეტი....ეს იმ შემთხვევაში თუ მას ნამდვილად უყვარს ტკბილეული. ასევე გაითვალისწინეთ თუ რა სახეობის ტკბილეულს ანიჭებს უპირატესობას და ამ დღეს ყველა სახის ტკბილეული უნდა იყოს დაკავშირებული რომანტიზმთან: გულის ფორმის ორცხობილები, ანგელოზები, მტრედები და სხვა...

თქვენს საყვარელ ადამიანს ალბათ არაერთხელ უთქვამს, რომ სურს მოსინჯოს ძალები: პარაშუტით ხტომაში, იოგაში, ცეკვებში, წყალქვეშ ყვინთვაში ან  ეწვიოს კონცერტს, თეატრს, საფეხბურთო მატჩს...აჩუქეთ სასაჩუქრე ბარათი, თან ორმაგად სასიამოვნო იქნება თუ 2 კაცზე იქნება გათვლილი ბარათი ან ბილეთები და ერთად წახვალთ თქვენთვის სასურველ ღონისძიებასა თუ აქტივობაზე.


არ გამოტოვოთ შანსი და აჩვენეთ თქვენს საყვარელ ადამიანს თუ რამდენად ძლიერია თქვენი გრძნობები. მიუძღვენით სასიყვარულო ლექსები, თბილი სიტყვები და სხვა...

 

 

სესხის მოთხოვნა

რა თანხა გსურთ?

 
 

ლარი

 

რა ვადით გსურთ?

 
 

დღე

 
 

თქვენი სესხი

200.00 ლარი

 

+ საკომისიო

7.28 ლარი

 
 

= ჯამში

207.28 ლარი

 
 
 
 

emmascredit.ge

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება emma’s credit-ის ვებ გვერდზე. მიიღეთ ონლაინ სესხი 300 ლარამდე თქვენს ანგარიშზე 15 წუთში!