როგორ გავერთოთ შვილებთან ერთად საახალწლო არდადეგების დროს

როგორ გავერთოთ შვილებთან ერთად საახალწლო არდადეგების დროს

მოაწყვეთ კინო სეანსის საღამო სახლში

საღამოს კარგად გასატარებლად საუკეთესო საშუალებაა ოჯახის წევრებთან ერთად ფილმის ყურება. დასხდებით მოხერხებულად, გაეხვევით პლედში. მოიმზადეთ მაგიდაზე პოპკორნი და სასუსნაოები და ისიამოვნეთ. სასურველია რომ ოჯახის წევრებს ჰქონდეთ მეტნაკლებად ერთნაირი გემოვნება ან მათ უნდა გამოიჩინონ მოთმინება და პატივი სცენ ერთმანეთის გემოვნებას. თუ  შვილების გემოვნება მკვეთრად განსხვავდება მშობლებისგან, მაშინ უმჯობესია მშობლებმა დაუთმონ შვილებს და უყურონ შვილების მიერ შერჩეულ ფილმს, რათა ბავშვებმა მიიღონ მაქსიმალური სიამოვნება თქვენთან გატარებული დროით.

მიეცით ბავშვებს ნება რომ მოიწვიონ მეგობრები

ყველა ბავშვს განურჩევლად ასაკისა სჭირდება თანატოლებთან ურთიერთობა. ამიტომ მიეცით საშუალება რომ მოიწვიოს კლასელები, ასევე ურჩიეთ იმეგობროს მეზობელ ბავშვებთანაც. უნდა გაუძლოთ იმ ცდუნებას, რომ გაიგოთ თუ რას აკეთებს ბავშვი თავის მეგობრებთან ერთად ოთახში, რადგან თავისი ოთახი არის მისი ტერიტორია და იქ იგი თავს თავისუფლად გრძნობს, არ შეაწუხოთ ზედმეტი ყურადღებით. ამის შემდეგ შვილისთვის სახლი არ იქნება მოსაწყენი ადგილი და სულ უფრო ნაკლებად გაიგებთ მის ბუზღუნს რომ სახლში ვერაფერს აკეთებს და წყინდება.

მოამზადეთ კერძი შვილებთან ერთად

გაზაფხულსა და ზაფხულის პერიოდში უფროსებს თუ პატარებს სამზარეულოში ფუსფუსი ეზარებათ, ხოლო ზამთარში კი ეს ძალზედ სასიამოვნოა. შვილებთან ერთად მოიძიეთ საინტერესო რეცეპტები და შესთავაზეთ შვილებს საჭმლის ერთად მომზადება. სასურველია რომ განსხვავებული საჭმელი იყოს, რომელიც აქამდე არ მოგიმზადებიათ. სამზარეულოში საჭმლის მომზდებისთვის რამოდენიმე საათის გატარება შვილებზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას მოახდენს. ამასთანავე შვილებს აჩვენებთ რომ სამზარეულოში ფუსფუსი სასიამოვნო და სახალისოა.

ესტუმრეთ კინოთეტრს

ფილმის ყურება სახლში სასიამოვნოა, თუმცა კინოთეატრში წასვლა ურიგო არ იქნება, რადგან თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით ფილმი ძალზედ შთამბეჭდავი და ეფექტურია. საახალწლო არდადეგების დაწყებამდე გადახედეთ კინოთეტრში დაგეგმილ სეანსებს და აირჩიეთ თუ რომელი ფილმების ყურება გსურთ შვილებთან ერთად. ამასთანავე გაითვალისწინეთ დაგეგმილი დიდი პრემიერების ბილეთები შეიძინეთ წინასწარ. კინოთეატრის შემდეგ კარგი იქნება თუ ესტუმრებით რესტორანს და ვახშამზე განიხილავთ ფილმს.

თხილამურებზე სრიალი და სნოუბორდი

გაემგზვრეთ სამთო- სათხილამურო კურორტზე. თუ თქვენი და თქვენი შვილებისთვის ეს სპორტის სახეობა ახალია მოგიწევთ საჭირო აღჭურვილობის შეძენა: თხილამურები, ფეხსაცმელი, სნოუბორდი და ა.შ. ამ ყველაფრის შეძენა თბილ სეზონზე გაცილებით დაბალ ფასში არის შესაძლებელი ან კურორტზე შეგიძლიათ დაიქირავოთ აღჭურვილობა. 

ბოულინგი

ეწვიეთ ბოულინგის ცენტრს, დაიქირავეთ რამოდენიმე საათით ბილიკი და მოაწყვეთ შეჯიბრი ოჯახის წევრებს შორის. ძალიან კარგი იქნება თუ დაპატიჟებთ შვილის მეგობრებს. დაიქირავეთ სხვა ბილიკი მათთვის, თქვენ კი თქვენ მეგობრებთან ერთად ითამაშეთ.

წიგნის კითხვა

თქვენ შვილს არ უყვარს წიგნების კითხვა? საახალწლო არდადეგებზე უნდა გამოსწოროთ ამ მხრივ მდგომარეობა. თუ შვილი 10 წლამდეა წააკითხეთ წიგნი  ხმამაღლა და ასევე შესთავაზეთ ერთად წაკითხვა. მიეცით ბავშვს საინტერესო წიგნი და არ უბრძანოთ რომ წაიკითხოს, უბრალოდ უთხარით რომ თქვენ ის უკვე წაკითხული გაქვთ და ძალიან მოგეწონათ. ასევე შეგიძლიათ მოკლედ აღუწეროთ თუ რაზეა ეს წიგნი და ამით დააინტერესოთ, მაგრამ ყველაზე მთავარ  თემას  ნუ გააცნობთ.

მუზეუმები

წაიყვანეთ შვილები მათთვის საინტერესო თემატურ მუზეუმში და იყავით მზად რომ უამრავ კითხვაზე მოგიწევთ პასუხის გაცემა. ასევე მუზეუმის კარგი ალტერნატივაა ბოტანიკური ბაღი.

ციგურაობა ძალზედ სახალისო და სასარგებლოა. თქვენი შვილები მეგობრებთან ერთად მიიყვანეთ საციგურაოდ. ისინი დაუვიწყარ დროს გაატარებენ და ამასთანავე გაიმაგრებენ კუნთებს. 

მოგზაურობა

თუ თქვენი შვებულება და შვილების არდადეგები ემთხვევა ერთმანეთს და ასევე თუ გაქვთ საკმარისი თანხა  ეს არაჩვეულებრივი დროა სამოგზაუროდ. ცდუნება დიდია თბილ ქვეყნებში გასამგზავრებლად, თუმცა 2 კვირა ცოტაა აკლიმატიზაციისთვის (განსაკუთრებით თუ ბავშვები პატარები არიან). უპირატესობა მიანიჭეთ სამთო-სათხილამურო კურორტებს ან ევროპულ ქვეყნებს თავისი მდიდარი კულტურული თუ ღირსშესანიშნაობების პროგრამით.

 

 

სესხის მოთხოვნა

რა თანხა გსურთ?

 
 

ლარი

 

რა ვადით გსურთ?

 
 

დღე

 
 

თქვენი სესხი

200.00 ლარი

 

+ საკომისიო

7.28 ლარი

 
 

= ჯამში

207.28 ლარი

 
 
 
 

emmascredit.ge

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება emma’s credit-ის ვებ გვერდზე. მიიღეთ ონლაინ სესხი 300 ლარამდე თქვენს ანგარიშზე 15 წუთში!