ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია თქვენს ცხოვრებაში, თუ როგორ მართავთ თქვენს ფინანსებს, რადგან იგი გავლენას ახდენს თუ სად ცხოვრობთ, რა სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობთ და ყველაფერზე რასაც აკეთებთ თუ საქმიანობთ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ თქვენი ფინანსები მართოთ გონივრულად. ჩვენ გთავაზობთ რამდენიმე წესს ,რათა დღესვე დაიწყოთ თქვენი ფინანსების უკეთ მართვა და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება.
გაანალიზეთ თქვენი ხარჯები. პირველი რაც უნდა გააკეთოთ განსაზღვრეთ თუ სად მიდის თქვენი ფინანსების დიდი ნაწილი.დააკვირდით თუ რაში ხარჯავთ ფულს. ალბათ გაოცდებით როცა აღმოაჩენთ ,რომ თქვენ ხარჯავთ მეტ ფულს ისეთ სფეროში,რომლისთვისაც მცირე ფინანსები სავსებით საკმარისი იქნებოდა.
იმისათვის რომ უკეთ მართოთ ფინანსები შეინახეთ ყველა ქვითარი.აიღეთ ფურცელი და ჩამოწერეთ ყველა შემოსავალ-გასავალი, ასევე შეგიძლიათ გადმოიწეროთ თქვენს მობილურზე პროგრამა ბიუჯიტერების შესახებ. ამ მომენტისათვის აუცილებელია იცოდეთ თუ სად მიდის თქვენი ფული და რამდენად მოხმარდა წინა თვის ბიუჯეტი აუცილებელ საჭიროებებს და რამდენი თქვენს სურვილებს.
გააკეთეთ ბიუჯეტი. იმისათვის რომ გონივრულად მართოთ თქვენი ფული და ფინანსურად გაძლიერდეთ უნდა დახარჯოთ იმაზე ნაკლები ვიდრე შემოსავალი გაქვთ.ჩამოწერეთ თქვენი შემოსავლის წყარო და განსაზღვრეთ რამდენი მიდის გადასახადებში და პირველად საჭიროებებში. დაგეგმეთ თუ როგორ ან რაში გამოიყენებთ დანაზოგ თანხას.
მას შემდეგ რაც თვის მანზილზე გაანალიზებთ თქვენს ხარჯებს შეძლებთ განსაზღვრას თუ რა კატეგორიაში უნდა შეამციროთ ხარჯი. ბიუჯეტის დაგეგმვისას არ უნდა გამოგრჩეთ ისეთი არარეგულარული ხარჯები როგორიცაა მანქანის დაზღვევა და გადადეთ ფული სხვა გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის. რამოდენიმე თვეში ერთხელ გადაამოწმეთ თქვენი ბიუჯეტი,ხოლო ყოველ თვე თუ შემოსავალი ან გასავალი მოგემატებათ .
ახლა უკვე იცით სად მიდის თქვენი ფული,ხარჯავთ ნაკლებს,ვიდრე შემოსავალი გაქვთ,რაც ნიშნავს რომ უკვე შეგიძლიათ დაიწყოთ ეკონომიის გაკეთება. იმისათვის რომ გავძლიერდეთ ფინანსურად შემოსავლის ნაწილი უნდა გადადოთ.
თქვენ თუ ჯერ ახლა იწყებთ ფინანსების მართვას ალბათ არ ხართ მიჩვეული თანხის გადადებას და შემოსავალს სრულად ხარჯავთ. მთავარ მიზნად უნდა დაისახოთ შემოსავლის 10 % -ის გადადება, ხოლო როგორც კი ისწავლით ეკონომიის გაკეთებას უსათუოდ მოგინდებათ შემოსავლის 20 % -ის ან მეტის გადადება.
როგორც კი ისწავლით თქვენი ფინანსების გონივრულად მართვას ეს თქვენს ცხოვრებას გაცილებით უკეთესს გახდის.