როგორ შევფუთოთ საახალწლო საჩუქარი?

როგორ შევფუთოთ საახალწლო საჩუქარი?

ყველა ჩვენთაგანი ემზადება საახალწლოდ და იმედი გვაქვს რომ ყველაფერს მოვასწრებთ დროულად, რომ არაფერი გამოგვრჩება დაუვიწყარი და ფანტასტიური დღისთვის.
ყოველთვის სასიამოვნოა საჩუქრების მიღება, განსაკუთრებით ახალი წლის ღამეს! ყველას მოსწონს ლამაზი და ბრჭყვიალა სასაჩუქრე შეფუთვა. საჩუქრის შეფუთვა არ არის მარტივი, ის მოითხოვს დროს და მოთმინებას.

როგორ შევფუთოთ საჩუქარი სასაჩუქრე ქაღალდში?

თქვენ ძალიან ცდებით თუ გგონიათ რომ თქვენ ვერ შეფუთავთ საჩუქარს  ლამაზად სახლის პირობებში! ამისთვის საჭიროა ლამაზი შესაფუთი ქაღალდი (ფერადი, ბრჭყვიალა ან თქვენ რომელიც გსურთ), რომელიც შეგიძლიათ შეიძინოთ სასაჩუქრე მაღაზიებში. დაამატეთ რამოდენიმე საინტერესო აქსესუარი და შესაფუთი ლენტი - ეს არის მარტივი და საუკეთესო გზა, რათა მიართვათ თქვენს ახლობლებს განსხვავებული და ლამაზი საჩუქარი.

• საჩუქარის შეფუთვა კარგი იდეაა, შეარჩიეთ ახალი წლის თემატური ელემენტების მატარებელი ნახატები და დაუმატეთ აქსესუარები.

• პატარა საჩუქრის შესაფუთად საუკეთესო გზაა რომ შეკეროთ პატარა ფერადი ქისა ან ჩანთა ორგანზასგან (ან ნებისმიერი სხვა ნაჭრისგან) და გააფორმოთ იგი ლამაზი და ბრჭყვიალა ლენტებით.

• ასევე პატარა საჩუქრებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ლამაზი პატარა ყუთები, რომელიც მოგრჩათ სხვა საყიდლებიდან და აღარ გჭირდებათ.

საჩუქრები ქილებში

ერთ-ერთი განსხვავებული და საუკეთესო გზა არის ასევე საჩუქრის მოთავსება ქილაში. თქვენ შეგიძლიათ ქილაში მოათავსოთ ტკბილეული, ხრაშუნა ორცხობილები, შოკოლადები, თხილეულის ნაზავი, ფერადი ზეფირი, ჩაის ნაირსახეობა და სხვა.
ქილები რომ კიდევ უფრო ლამაზად გამოიყურენოდეს ამისათვის გავაფორმოთ ისინი: დავაწებოთ თვალები, ცხვირი და რქები. ასევე თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ბავშვის წინდა, ჩამოაცვით ქილას და მოუკარით თავი ძაფით. სულ ესაა, თქვენ გააკეთეთ თოვლის კაცი.

 

 

სესხის მოთხოვნა

რა თანხა გსურთ?

 
 

ლარი

 

რა ვადით გსურთ?

 
 

დღე

 
 

თქვენი სესხი

200.00 ლარი

 

+ საკომისიო

7.28 ლარი

 
 

= ჯამში

207.28 ლარი

 
 
 
 

emmascredit.ge

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება emma’s credit-ის ვებ გვერდზე. მიიღეთ ონლაინ სესხი 300 ლარამდე თქვენს ანგარიშზე 15 წუთში!