როგორ დაზოგოთ ფული თქვენი საზაფხულო არდადეგებისათვის?

როგორ დაზოგოთ ფული თქვენი საზაფხულო არდადეგებისათვის?

ნებისმიერ დასვენებაში მთავარია ის, რომ მოიქცეთ გონივრულად თქვენს ფულთან მიმართებაში - და ეს იწყება მანამდე, ვიდრე დაადგებით გზას. მნიშვნელოვანია იცოდეთ, როგორ დაზოგოთ ფული და დაგეგმოთ დასვენება ისე, რომ არ ამოგეწუროთ თანხა.
აქ მოცემულია ზუსტი გზები, თუ როგორ დაზოგოთ ფული და იყოთ მზადოთ იმისათვის, რომ გააკეთოთ ყველაფერი რაზეც ოცნებობთ.

დაგეგმეთ წინასწარ და გააკეთეთ დანაზოგი

თუ თქვენ გეგმავთ მოგზაურობას, გირჩევთ, რომ რამოდენიმე თვით ადრე დაიწყოთ მომზადების პროცესი.
საუკეთესო დრო, რომ იყიდოთ ბილეთები დაბალ ფასში, რეკომენდირებულია შეიძინოთ -  47 დღით ადრე, მაგრამ, იმისათვის რომ გააკეთო საუკეთესო დანაზოგი უმჯობესია შეიძინოთ - 270 დღით ადრე. ჩვენ ასევე გირჩევთ, რომ იყიდოთ ავიაბილეთები და დაჯავშნოთ სასტუმრო რაც შეიძლება სწრაფად, ივნისის დასაწყისიდან შუა რიცხვებამდე, საუკეთესო დროა შეთანხმებისათვის.

დღიური შემოთავაზებები იყიდეთ წინასწარ

იმ ქალაქში, რომელშიც აპირებთ მოგზაურობს, დაიწყეთ ფასდაკლების საიტებზე შემოწმება ყოველდღიური შემოთავაზებების. ეს არის ბრწყინვალე იდეა ორი მიზეზით: პირველი, ეს გაძლევთ შესაძლებლობას გაიგოთ თუ რა უნდა გააკეთოთ აღნიშნულ არეალში (ტურისტული საიტები გაწვდით ინფორმაციას მხოლოდ პოპულარულ ტურისტულ ადგილებზე) და ასევე დაზოგავთ იმაზე მეტს ვიდრე ელოდით, თუ გამოჩნდა მოცემულ დღეს რაიმე მიმზიდველი შემოთავაზება, თუნდაც რესტორნის ფასდაკლება.

წადით სასურსათო მაღაზიაში (ბაზარში) სავაჭროდ

გარეთ კვება მეტად  ხარჯიანია. ფაქტიურად ბიუჯეტის ნახევარზე მეტი დაგეხარჯებათ კვებაში- ფასდაკლებებითა და სერთიფიკატებითაც კი  თუ არ იქნებით ფრთხილად თუ გაქვთ პატარა მაცივარი საცხოვრებელ ადგილას, შეიძინეთ ხილი, ბურღულეული და სენდვიჩის ინგრედიენტები. მიირთვით გარეთ გასვლამდე და თან წაიღეთ სასუსნავები, რაც მოგიკლავთ შიმშილის გრძნობასაც და ჯიბეშიც მეტი ფული გექნებათ. ამ გზით შეგიძლიათ გაიგოთ, ადგილობრივი კულინარიული კულტურის შესახებ მეტი.

წაიყვანეთ რამოდენიმე მეგობარი

განიხილეთ გეგმა მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად ერთობლივი დასვენებისათვის და გაიყავით ხარჯები (მაგ. საცხოვრებელი, საკვები და ა.შ.). მეგობრების გარემოცვაში დასვენება უფრო სახალისოცაა. ეს ასევე კარგი საშუალებაა დამატებითი დრო გაატაროთ ერთად,როდესაც მიდიხართ დასასვენებლად.

სურვილი გაქვთ დახარჯოთ ბევრი ფული და გაერთოთ - და თქვენ ამას იმსახურებთ მაგრამ ასევე უნდა მოიქცეთ გონივრულად,განსაზღვროთ სად და როგორ დახარჯოთ ფული და ამავე დროს მიიღოთ მეტი, როგორიცაა დამატებითი აქტივობები ან ვაჭრობის (შოპინგის) საშუალებები. ასევე თავის იძულება, რომ დაზოგოთ ფული დასვენების დროს აგარიდებთ ტურისტულ ხაფანგებს და მიგიყვანთ იქ სადაც ადგილობრივები იყრიან თავს. კარგი დასვენება არ მოითხოვს იმაზე მეტს ვიდრე ზემოთ აღნიშნული.

 

 

სესხის მოთხოვნა

რა თანხა გსურთ?

 
 

ლარი

 

რა ვადით გსურთ?

 
 

დღე

 
 

თქვენი სესხი

200.00 ლარი

 

+ საკომისიო

7.28 ლარი

 
 

= ჯამში

207.28 ლარი

 
 
 
 

emmascredit.ge

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება emma’s credit-ის ვებ გვერდზე. მიიღეთ ონლაინ სესხი 300 ლარამდე თქვენს ანგარიშზე 15 წუთში!