როგორ გავზარდოთ მცენარეები ფანჯრის რაფაზე

როგორ გავზარდოთ მცენარეები ფანჯრის რაფაზე?

თუ თქვენ გიყვართ ბუნება და არ ცხოვრობთ მასთან ახლოს, არაუშავს, თქვენ შეგიძლიათ გაზარდოთ მცენარეები სახლში, ფანჯრის რაფაზე.

 

როგორ გავზარდოთ მცენარეები? ეს ძალიან მარტივია, პირველ რიგში გაითვალისწინეთ რომ ზოგიერთი მცენარე იზრდება მხოლოდ ზამთარში და ზოგი კი ზაფხულში. ბოსტნეული შეგიძლიათ გაზარდოთ მთელი წლის განმავლობაში. ამისათვის კი საჭიროა მხოლოდ ბოსტნეულის თესლი.

 

რა უპირატესობა აქვთ სახლში გაზრდილ მცენარეებს?

• მწვანილი ყოველთვის გექნებათ.
• სახლში მოყვანილი მცენარეები ყოველთვის არის ახალი, არომატული და ჯანსაღი.
• დაზოგავთ ფულს.

 

ასევე ერთ-ერთი დიდი უპირატესობა რაც სახლში გაზრდილ მცენარეებს აქვთ არის ის რომ თქვენ იღებთ სიამოვნებას გაწეული შრომისგან და მიირთმევთ თქვენ მიერ მოყვანილ პროდუქტს, ასევე მცენარეები არის ყველაზე ლამაზი დეკორაცია სახლისთვის.

 

რომელი მცენარეების გაზრდა შეგვიძლია სახლის პირობებში?

მწვანილი ფანჯრის რაფაზე

ყველაზე ხშირად ფანჯრის რაფაზე ზრდიან მწვანილის ნაირსახეობას: ოხრახუში, სალათის ფოთოლი, მწვანე ხახვი და სხვა. განსაკუთრებით მადის აღმძვრელად გამოიყურება მცენარეები და ლამაზია, როდესაც გარეთ ზამთარია, ცივა, არ არის საკმარისი ვიტამინები.

პომიდორი აივანზე

აივანზე პომიდორის გაზრდა განსხვავდება მიწაზე მოყვანილისგან, ამისათვის სწორად უნდა შეირჩეს პომიდორის ჯიში. სასურველია პატარ ჯიშის შერჩევა, რომელსაც არ სჭირდება ბევრი ადგილი.

მარწყვი  ფანჯრის რაფაზე

დესერტად შეგიძლიათ აივანზე ან ფანჯრის რაფაზე გაზარდოთ გემრიელი მარწყვი.

სასურველია შევარჩიოთ პატარა ზომის მარწყვის ჯიში.

თქვენ არ უნდა დაივიწყოთ სახლის ესთეტიურობაზე. გამოიყენეთ სხვადასვხა ზომის ფერადი ქოთნები. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ქილები და გააფორმოთ ისინი თქვენი სურვილისამებრ.

რა თქმა უნდა,არ უნდა დაგავიწყდეთ მცენარეების რეგულარულად მორწყვა, დროულად მოვაშოროთ მავნებლები და მოვაცილოთ ზედმეტი ფოთლები.


ფანჯრის რაფაზე გაზრდილი მცენარეები ვერ შეგვიცვლის სრულფასოვან ბოსტანს, მაგრამ ეს ისეთი საინტერესო და მომხიბვლელია. ეს საქმიანობა შეიძლება ვინმემ დაიწყოს უბრალო ცნობისმოყვარეობით და დროთა განმავლობაში გადაეზარდოს ნამდვილ ჰობად.

 

სესხის მოთხოვნა

რა თანხა გსურთ?

 
 

ლარი

 

რა ვადით გსურთ?

 
 

დღე

 
 

თქვენი სესხი

200.00 ლარი

 

+ საკომისიო

7.28 ლარი

 
 

= ჯამში

207.28 ლარი

 
 
 
 

emmascredit.ge

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება emma’s credit-ის ვებ გვერდზე. მიიღეთ ონლაინ სესხი 300 ლარამდე თქვენს ანგარიშზე 15 წუთში!