დაზოგე ფული საახალწლოდ

დაზოგე ფული საახალწლოდ

ძნელია საახალწლო სამზადისისთვის დეკემბრის სრული ხელფასის ერთიანად გადახდა ასე რომ რაც უფრო ადრე დაიწყებთ ფულის გადადებას,მით უფრო დაზოგავთ თქვენს ბიუჯეტს.

ნაბიჯი 1  - შეადგინეთ ბიუჯეტი

საახალწლო სამზადისისთვის საშუალოდ 500-1000 ლარამდეა საჭირო, რაც მოიცავს საკვებს, საჩუქრებს, დეკორაციებს და სხვა ხარჯებს.
ბიუჯეტის შედგენისას გააკეთეთ სია, თუ რა ღირებულების საჩუქრების ყიდვას აპირებთ ოჯახის წევრებისა და მეგობრებისთვის.
ახალი წლის ღამეს თუ ელოდებით სტუმრებს დაადგინეთ მათი რაოდენობა და განსაზღვრეთ რა რაოდენობის საკვები და სასმელი დაგჭირდებათ.
აქედან გამომდინარე გამოთვალეთ რა რაოდენობის თანხის გადადება მოგიწევთ ყოველთვიურად.
მაგალითისთვის: თუ 50 ლარს გადადებთ ყოველ თვე წლის ბოლოს გექნებათ 600 ლარი, რომელსაც გამოიყენებთ საახალწლო სამზადისისთვის.

ნაბიჯი 2 - შეიმუშავეთ გეგმა რამდენის გადადებას შეძლებთ ყოველ თვე

გამოიმუშავეთ ფულის დაზოგვის ჩვევა. გადადეთ ფული ყოველკვირეულად ან ყოველთვიურად თუნდაც მცირედი თანხა. არა აქვს მნიშვნელობა თანხის ოდენობას, დაიწყეთ პატარა თანხით - 1 ან 2 ლარი ყოველ კვირას ჩააგდეთ ყულაბაში. სამომავლოდ გაზარდეთ თანხის ოდენობა.

ნაბიჯი 3 -  განვიხილოთ  რამოდენიმე  ახალი საახალწლო ტრადიცია

ყველა ჩვენთაგანი განიცდის თუ რამდენად მოეწონებათ საყვარელ ადამიანებს და შვილებს საახალწლო საჩუქრები.
დავიწყოთ განხილვა რამოდენიმე ახალი საახალწლო ტრადიციის, რომელშიც მთელს ოჯახს შეუძლია მონაწილეობის მიღება და ფულის დაზოგვა.
პირველ რიგში დაიწყეთ რაც შეიძლება ადრე. იყიდეთ ფასდაკლებებზე საახალწლო დეკორაციები და სასუსნაოები. თუ იცით რა საჩუქრის ყიდვას აპირებთ , იყიდეთ 1 თვით ადრე და დაზოგეთ დრო საახალწლო სამზადისისთვის.
თუ აპირებთ საჩუქრის ყიდვას კოლეგებისთვის ,უნდა დააწესოთ ლიმიტი 10-30 ლარის ჩათვლით. თქვენ ასევე შეგიძლიათ ხელნაკეთი ნივთის ჩუქება, თუ რა თქმა უნდა გაქვთ ფარული ნიჭი - კოლეგებს გააოცებთ თქვენი საჩუქრით.

ნაბიჯი 4 - მოიფიქრეთ სად შეინახავთ საახალწლოდ გადადებულ თანხას

პატარა თანხის შესაგროვებლად საუკეთესოა ყულაბა. გაითვალისწინეთ, რომ როგორც კი შეგროვდება თანხა ის შეიტანოთ ბანკში დანაზოგის ანგარიშზე, რომლის გამოტანასაც შეძლებთ მოთხოვნისთანავე.
გისურვებთ წარმატებებს!

 

სესხის მოთხოვნა

რა თანხა გსურთ?

 
 

ლარი

 

რა ვადით გსურთ?

 
 

დღე

 
 

თქვენი სესხი

200.00 ლარი

 

+ საკომისიო

7.28 ლარი

 
 

= ჯამში

207.28 ლარი

 
 
 
 

emmascredit.ge

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება emma’s credit-ის ვებ გვერდზე. მიიღეთ ონლაინ სესხი 300 ლარამდე თქვენს ანგარიშზე 15 წუთში!